არჩევნები ასოცირებული პროფესორის ვაკანტური ადგილების დასაკავებლად
03 ივნისი,20142 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა კონკურსი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის საჯარო სამართლის ორი სრული პროფესორისა და კერძო სამართლის ერთი ასოცირებული პროფესორის ვაკანტური ადგილების დასაკავებლად.
კონკურსში მონაწილეობას იღებდა 3 კანდიდატი: კახი ყურაშვილი (საჯარო სამართალი), ზვიად როგავა (საჯარო სამართალი) და ნუნუ კვანტალიანი (კერძო სამართალი). სამივე კანდიდატი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ერთხმად იქნა არჩეული.