სამეცნიერო სტატია

07 მაისი,2026

2026 წლის მაისში, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანულ ჟურნალში, ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა სტატია „ევროპეიზაციის პარადიგმები ევროკავშირის პროექტების მეშვეობით საქართველოს უმაღლეს განათლებაში: ჟან მონეს კათედრების გამოცდილება“. სტატია მომზადდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის ფარგლებში „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“. სტატიის ავტორია, კათედრის ავტორის და ხელმძღვანელი - პროფესორი ეკატერინე ქარდავა.

სტატიის მიზანია საქართველოში განხორციელებული საუნივერსიტეტო ევროპული პროექტების სივრცეში ევროპეიზაციისა და ევროპული სწავლების პრაქტიკის მიმოხილვა. კრიტიკულად განხილულია ახალი მიდგომებისა და მეთოდების საჭიროებისა და სწავლების ინოვაციური მიდგომების აუცილებლობის ასპექტები. განსკუთრებული ხაზგასმით აღნიშნულია ჟან მონეს აქტივობების სასიცოცხლო როლი ევროპული სწავლების კონტექსტში; მოხმობილია საქართველოში იმპლემენტირებული ჟან მონეს სხვადასხვა პროექტი; აღწერილია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრა, როგორც საუკეთესო და სამაგალითო პრაქტიკა.

სტატიაში, აგრეთვე, მოცემულია რეკომენდაციები საგანმანათლებლო პოლიტიკაში ევროპული სწავლების განვითარების, განსაკუთრებით, - სხვადასხვა პროგრამებსა და სექტორიული მიმართულებით ევროპული სწავლების გაძლიერების მიმართულებით.

სტატიის ავტორი, პროფესორი და სამართლის დოქტორი ეკატერინე ქარდავა, არის 5 ჟან მონეს პროექტის ავტორი და განმახორციელებელი საქართველოში და ასევე, სხვადასხვა უნივერსიტეტებში ჟან მონეს პროექტების დაწერისა და წარდგენის მონაწილე/ხელშემწყობი.

სტატია იხ. https://lawjournal.ge/wp-content/uploads/DGZR-1-2026.pdf (გვ. 80-88).

ღონისძიებები იხილეთ ყველა

თანამშრომლობის მემორანდუმი

სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის...

01 მაისი, 2026 სრულად ნახვა

სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება

მიმდინარე წლის 27 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.

27 აპრილი, 2026 სრულად ნახვა