კათედრის პერსონალი
31 აგვისტო,2024ქ-ნი ეკატერინე ქარდავა არის ჟან მონეს კათედრის ავტორი და კოორდინატორი. ის არის სამართლის დოქტორი, ჟან მონეს პროფესორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, შრომის სამართლის პროფესორი, ევროპული ინტეგრაციისა და სამართლებრივი აპროქსიმაციის სპეციალისტი. ის წარუძღვება შემდეგ სასწავლო და სატრენინგო კურსებს: შედარებითი შრომის სამართალი, სამოხელეო სამართალი, ევროკავშირის სამართალი, ევროკავშირის შრომის სამართალი, ევროკავშირის კონკურენციის პოლიტიკა და შიდა ბაზარი, ევროკავშირის მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკა.
ქ-ნი ციური დურული არის კათედრის გუნდის წევრი. ის არის ეკონომიკის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტმანეტის უფროსი. ის წარუძღვება სასწავლო/სალექციო კურსებს: ლიდერობა, ორგანიზაციული ქცევა.
ქ-ნი მარიკა შერაზადიშვილი არის კათედრის გუნდის წევრი. ის არის სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ის წარუძღვება სატრენინგო კურსს: ევროკავშირის პოლიტიკა კულტურული მრავალფეროვნების სფეროში.
ქ-ნი მონიკა ტომასზევსკა არის კათედრის გუნდის წევრი. ის არის სამართლის დოქტორი, გდანსკის (პოლონეთის) უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სამართლის ფაკულტეტის შრომის სამართლის დეპარტამენტის უფროსი. ის, როგორც მოწვეული პროფესორი, ჩაატარებს ლექციას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე: ევროკავშირის სოციალური პოლიტიკა.
ბ-ნი ზურაბ ზურაბაშვილი არის კათედრის გუნდის წევრი. ის არის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ის წარუძღვება სატრენინგო კურსს: ევროკავშირის ახალგაზრდული პოლიტიკა და სამოქალაქო განვითარება.
ბ-ნი გიორგი მღებრიშვილი არის კათედრის გუნდის წევრი. ის არის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰორიზონტის ოფისის ხელმძღვანელი, დოქტორანტი სტუდენტი. ის წარუძღვება სატრენინგო კურსს: განათლების პოლიტიკა და მენეჯმენტი ევროკავშირში.
ქ-ნი ხატია ხაბაშვილი არის კათედრის გუნდის წევრი და პროექტის ასისტენტი. ის არის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული ჰაბის ხელმძღვანელი. ის წარუძღვება სატრენინგო კურსს: ევროკავშირის მოქალაქეობა და ფუნდამენტურ უფლებათა ქარტია.