ზამთრის ბანაკი
07 თებერვალი,2016გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით 5 თებერვალს ბაკურიანში მოეწყო ზამთრის ბანაკი.
ბანაკი გაკეთდა გორის უნივერსიტეტის სტიპენდიატებისათვის და ტარდება ორ ნაკადად. თითოეულ ნაკადში 28 წარჩინებული სტუდენტია ჩერთული.
სტუდენტებს ჩაუტარდათ რამდენიმე ტრენინგი სხვადასხვა თემაზე. ასევე სახალისო აქტივობები: ბურან-ტური, თხილამურებით სრიალი, ციგურებით სრიალი, საბაგირო გასეირნება-დათვალიერება, კვადროციკლებით სეირნობა, ბანაკის თამაშები, ცხენ-ტური, საღამოს კოცონი, გამოსამშვიდობებელი საღამო.
სტუდენტთა უსააფრთხოებას უზრუნველყოფენ ლიდერები, რომლებიც ორივე ნაკადს ახლავს.
სტუდენტებს ბანაკში ეწვივნენ გორის უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი სოსიაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იოსებ ალიმბარაშვილი, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ხორბალაძე, სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანა იმნაძე, რომლებმაც ერთი დღე გაატარეს სტუდენტებთან ერთად.
ბანაკში სტუდენტებთან შეხვედრისას დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.