ყოველწლიური საერთაშორისო, სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია
26 ივნისი,20202020 წლის 13 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, ონლაინ რეჟიმში გამართა ყოველწლიური საერთაშორისო, სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცდნეობის სპეციალობის სტუდენტები ხატია ხაბაშვილი და ხატია მიკირტიჩიანი, რომელთაც სამეცნიერო ხელმძრვანელობას უწევდა ამავე უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი იოსებ გაბარაევი.
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომების შეფასების საფუძელზე, გამოვლინდა სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი, რომელთა შორის საუკეთესო საკონფერენციო ნაშრომების ავტორებად დასახელდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცდნეობის სპეციალობის სტუდენტები ხატია ხაბაშვილი და ხატია მიკირტიჩიანი ნაშრომის თემით „აღდგენითი მართლმსაჯულების როლი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში“.
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომების დეტალური გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.gruni.edu.ge/other_content/index/784/1572341973