ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
30 ოქტომბერი,20212021 წლის 30 ოქტომბერს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ფორუმი აზერბაიჯან-თურქეთის მეგობრობის, თანამშრომლობისა და განვითარების ფონდისა და თურქეთის დიპლომატიური ფონდის ორგანიზებით ჩატარდა. მკვლევარი ისტორიკოსების გარდა, მასში პოლიტიკოსები და ექსპერტებიც მონაწილეობდნენ.
საქართველოდან კონფერენციაზე მიწვეული იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ ჯანელიძე. მისმა მოხსენებამ „ბათუმის საკითხი რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებებსა და 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულებაში“ სპეციალისტთა და დამსწრე საზოგადოების ინტერესი დაიმსახურა.