ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - მაჩაბელი
23 ივლისი,2022მიმდინარე წლის 21-22-23 ივლისს გორის უნივერსიტეტის ორგანიზებით ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - მაჩაბელი ჩატარდა, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული პროექტია.
ფესტივალმა სამი დღის განმავლობაში დამსწრე საზოგადოებას არაერთი შემოქმედებით აქტივობა და მასტერკლასი შესთავაზა, რომელსაც ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ხელოვანები უძღვებოდნენ.
21 ივლისი:
ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ და ფესტივალის მონაწილეებს მიესალმნენ:
გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი; უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბატონი ზაზა მარუაშვილი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მრჩეველი, ბატონი იოსებ ჭუმბურიძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ბატონი შოთა რეხვიაშვილი. გორისა და ატენის ეპარქიიდან მეუფის წარმომადგენელი, მამა გიორგი კარელიძე. შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე, ბატონი აბელ აბესაძე.
გორის მუნიციპალიტეტის მერი - ბატონი ლადო ხინჩეგაშვილი; გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი დავით რაზმაძე; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ბატონი როლანდი კოპალიანი; უცხოეტიდან მოწვეული სტუმრები, ქალაქ გორის საზოგადოება, გორის უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
ღონისძეიბის ოფიციალური ნაწილის შემდეგ დამსწრე საზოგადოების წინაშე მუსიკალური კომპოზიციით წარსდგა გორის უნივერსიტეტის ჯაზ-ბენდი ,,კანუდოსი“;
დღის განმავლობაში ხელოვნებით დაინტერესებულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მოესმინა საფრანგეთიდან მოწვეული საერთაშორისო დონის მხატვრისა და ფოტოგრაფის, ანრი მაჭავარიანის მასტერკლასი ,,ფოტოგრაფია და კრეატიული დიზაინი“.
დღის მეორე ნახევარში ასევე საერთაშორისო დონეზე აღიარებულმა გორელმა მხატვარმა კახა თოფჩიშვილმა წარმოადგინა მასტერკლასი საიუბილეო მონეტების დიზაინის შესახებ.
ფესტივალის პირველი დღე დასრულდა რეჟისორის, გიორგი ხაინდრავას მასტერკლასით ,,კინოდოკუმენტალისტიკა“.