ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „მაჩაბელის“ დახურვის ცერემონია
20 ივლისი,2023მიმდინარე წლის 20 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში, ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმში, გაიმართა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „მაჩაბელის“ დახურვის ცერემონია.
მესამე საფესტივალო დღე გაიხსნა კინორეჟისორ და პოეტ გიორგი არაბულისა და კინორეჟისორ დათა ფირცხალავას მასტერკლასით. ნაჩვენები იყო დათა ფირცხალავას მხატვრული ფილმი „საშლელი“.
ფესტივალის შემდეგი მონაწილე გახლდათ გორის უნივერსიტეტის სტუდენტი, ფოტოგრაფი ზეზვა ბუთურიშვილი, მასტერკლასით, „მომენტის აღქმა და თანამედროვე ტექნოლოგიები ფოტოგრაფიაში“.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა შეაჯამა მესამე დღე და ფესტივალის მონაწილეებს გადასცა სპეციალური საჩუქრები.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი მთლიანად დაეთმო ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ, მიშო ვანიშვილის სახელობის, ფოტოკონკურსს „ახალგაზრდა ხელოვანები მშვიდობისთვის“. ჟიურის წევრებმა გამოავლინეს კონკურსის გამარჯვებულები:
I ადგილი - ზეზვა ბუთურიშვილი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
II ადგილი - ნოდარ ნასყიდაშვილი, ალტე უნივერსიტეტი;
III ადგილი - ლევან ქებაძე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონკურსის გამარჯვებულებს მიულოცა, შემდგომი წარმატებები უსურვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ.
ფოტოკონკურსის დაჯილდოების ცერემონიას ესრებოდნენ ტრაგიკულად დაღუპული მიშო ვანიშვილის ოჯახის წევრები, რომლებმაც საჩუქრები გადასცეს კონკურსის გამარჯვებულებს.
ხელოვნების საერთშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“ უკვე მოერედ განხორციელდა, რომლის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩართულები უნივერსიტეტის სტუდენტები.