წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიის ლაურეატი
17 სექტემბერი,2018მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა: „საქართველოში საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ისტორიული გიმნაზიის აღდგენისათვის, ვარშავის უნივერსიტეტში წმ. გრიგოლ ფერაძის სრული შრომების ქართულ ენაზე გამოცემის მხარდაჭერისთვის. ვარშავის უნივერსიტეტსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო კავშირ-ურთიერთობების დამყარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის."
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორატის, აკადემიური პერსონალის და სტუდენტების სახელით ვულოცავთ მეუფე ანდრიას ამ წარმატებას.
სამწყსოს სიმრავლეს და სამეუფო გზით სიარულს ვუსურვებთ მეუფე ანდრიას!