წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

04 მაისი,2017

თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ტრაპიზონში 28 აპრილს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც, სხვადასხვა თურქ და უცხოელ ავტორებთან ერთად, წარმოდგენილი იყო გორის უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის მოთხრობების კრებული "მარტოსულთა ზამთარი". კრებული თურქულად თარგმნა თურქეთის რესპუბლიკის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის რიზეს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ბატონმა ჰარუნ ჩიმქემ, კრებული გამოიცა ქ. ანკარაში, გამომცემლობა GECE kitapliqi-ის მიერ.
30 აპრილს დაგეგმილი იყო გიორგი სოსიაშვილის აღნიშნული კრებულის პრეზენტაცია, რისთვისაც ფესტივალის ორგანიზატორებმა დაამზადეს სპეციალური საინფორმაციო, სარეკლამო ბანერი.
გიორგი სოსიაშვილის წიგნის პრეზენტაციას ეწვივნენ თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები. პრეზენტაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში გაიყიდა წარმოდგენილი კრებულის ყველა ეგზემპლარი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა