ვიზიტი ვარშავის უნივერსიტეტში
02 ნოემბერი,2015ვარშავის უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის მიწვევით, 27.10.15-31.10.15 გორის უნივერსიტეტის დელეგაცია: რექტორი, ბატონი გიორგი სოსიაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი ხორბალაძე და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი რუიზან მექვაბიძე, სტუმრად იმყოფებოდნენ ვარშავის უნივერსიტეტში. ვიზიტი შედგა აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციის ფარგლებში „პრომეთეანიზმი: პოლიტიკა, გეოპოლიტიკა და სამომავლო კონცეფციები“. გორის უნივერსიტეტიდან წარდგენილი იყო ორი ნაშრომი: პროფესორ გიორგი სოსიაშვილის „რუსული კოლონიალური პოლიტიკა საქართველოში, ევროპელი მოგზაურების მიხედვით“ და პროფესორ გიორგი ხორბალაძის „ხელოვნული საზღვრების პრობლემა მსოფლიო ლიტერატურაში და მისი გააზრება საგანმანათლებლო პროცესში“
კონფერენციის შემდეგ შეხვედრები გაიმართა ვარშავის უნივერსიტეტის ვიცე რექტორთან, ბატონ თადეუშ ტომაშევსკისთან, აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის დირექტორთან, ბატონ იან მალიცკთან, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორთან, ბატონ დავით ყოლბაიასთან, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, სილვია სალამონთან და კატარზინა კოზდრასთან. ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლებთან: გეოგრაფია, არექოლოგია, ეკონომიკა, ფოლოსოფია და სოციოლოგია. დაიგეგმა ვარშავის უნივერსიტეისა და გორის უნივერსიტეტის მჭიდრო თანამრომლობის პერსპექტივები როგორც ახლო, ისე სამომავლო პერიოდისათვის. სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა, ერთობლივი კვლევითი სამუშაოების ჩატარება, ერთობლივი და ორმაგი სადიპლომო პროგრამების მომზადება, პოლონური ენის სკოლის დაარსება. გორის უნივერსიტეტის დელეგაცია დადებითად შეხვდა ვარშავის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ თანამშრომლობის პროგრამას და გამოთქვა მზადყოფნა გორის უნივერსიტეტში პოლონური ენის სასწავლო ცენტრის გახსნასა და ვარშავის უნივერსიტეტთან გაცვლითი და კვლევითი პროგრამების მომზადებასა და რეალიზაციისათვის.