ვიზიტი ისრაელში
17 მარტი,2015მიმდინარე წლის 22-27 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დელეგაცია: რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი და ასოც. პროფესორი დავით ჩოჩიშვილი საქართველოს ებრაელობის კვლევის ცენტრის მიწვევით, რომელიც იერუსალიმში მდებარეობს, იმყოფებოდა ისრაელში. დელეგაციის წევრების სამეცნიერო მოღვაწეობა სწორედ ქართულ-ებრაული ურთიერთობის იმ უნიკალურ ფენომენს ეხება, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. ცენტრის ორგანიზებითა და ქალაქ აშდოდის მერიის ხელშეწყობით გაიმართა სამეცნიერო-პოპულარული ღონისძიებები, სადაც იმსჯელეს ქართულ-ებრაული ისტორიულ-კულტურული ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი ასპექტებისა და მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე. ღონისძიებებს ესწრებოდნენ რეპატრიანტები, სხვა სტუმრები საქართველოდან და სახელმწიფო მოხელეები.