ვირტუალური საზაფხულო სკოლის მესამე დღე

16 ივლისი,2020

2020 წლის 15 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო ვირტუალური საზაფხულო სკოლის მესამე დღე.
ღონისძიება ხორციელდება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ვარშავის უნივერსიტეტის (პოლონეთი), ოპოლეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის (პოლონეთი), კავკასიის უნივერსიტეტის (თურქეთის) და რეჯებ ტაიპ ერდოღანის უნივესიტეტის (თურქეთი) თანამშრომლობის საფუძველზე, რომელიც მოიცავს ლექციებს და მასტერ-კლასებს მეცნიერების სხვადასხვა სფეროებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ვარშავის უნივერსიტეტის, ოპოლეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის და რეჯებ ტაიპ ერდოღანის უნივესიტეტის სტუდენტები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ მოესმინათ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ რუიზან მექვაბიძის ლექცია თემაზე "ღია სკოლები, ღია საზოგადოებისთვის"

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა