ვირტუალური საზაფხულო სკოლის მეოთხე დღე

16 ივლისი,2020

2020 წლის 16 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო ვირტუალური საზაფხულო სკოლის მეოთხე დღე.
ღონისძიება ხორციელდება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ვარშავის უნივერსიტეტის (პოლონეთი), ოპოლეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის (პოლონეთი), კავკასიის უნივერსიტეტის (თურქეთის) და რეჯებ ტაიპ ერდოღანის უნივესიტეტის (თურქეთი) თანამშრომლობის საფუძველზე, რომელიც მოიცავს ლექციებს და მასტერ-კლასებს მეცნიერების სხვადასხვა სფეროებში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ვარშავის უნივერსიტეტის, ოპოლეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის და რეჯებ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ მოესმინათ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელის, პროფ. ედვარდ რაუპის ლექცია თემაზე "ეკონომიკური პროგნოზირება პანდემიის ეპოქაში", ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორ, მარი დგებუაძის ლექცია თემაზე „ მსოფლიო ტურიზმის covid-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის შესაძლებლობები" და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის, პროფ. ბერიკა შუკაკიძის ლექცია თემაზე „პანდემიის ეფექტი განათლების სისტემებზე მსოფლიო მასშტაბით".

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა