ვებინარი
10 ივლისი,20202020 წლის 10 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ვებინარი სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებული (N OTG – I– 19 - 747) პროექტის ,,შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიების რეპრეზენტაცია (დიდი ლიახვის ხეობა)“ ფარგლებში, რომლის ხელმძღვანელია პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, კოორდინატორი - პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, მკვლევარი - ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი, პროექტის სპეციალისტი - ზურაბ ზურაბაშვილი.
ვებინარი გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა პროექტის მიმდინარეობასა და მის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე, მონოგრაფიის არქიტექტონიკაზე. ვებინარის მუშაობაში მონაწილეობნენ: ზურაბ ხონელიძე - პროფესორი, სოხუმის სახელმწიფოუნივერსიტეტის რექტორი, სერგო ვარდოსანიძე - პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ოთხმეზური - პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლია ახალაძე -ასოცირებული პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კახა კვაშილავა - ასოცირებული პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ვიანორ ახალაია - პროფესორი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი. ვებინარში თურქეთის ქალაქ ყარსიდან ჩაერთო ახალციხის სახლმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი როინ ყავრელიშვილი. ვებინარს ასევე ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ვებინარის მონაწილეებმა გამოთქვეს კმაყოფილება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მისამართით და აღნიშნეს ამგვარი სამეცნიერო პროექტების დაფინანსების მნიშვნელობა ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომი კვლევისა და შესწავლის მიზნით, მისი განხორციელების საჭიროება მომავალი თაობის მიერ პრობლემის გაცნობიერებისა და ინფორმირებულობის თვალსაზრისით, ასევე გორისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების როლი ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის პრობლემების მოგვარების კუთხით