ვებინარი
25 იანვარი,2022სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით 2022 წლის 25 იანვარს გაიმართა ვებინარი, თემაზე: ,,მოსამართლის როლი შეჯიბრებითი პროცესის წარმართვისას - ქართული და ამერიკული გამოცდილება''.
მომხსენებელი ლევან დარბაიძე, გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი.
თანამომხსენებლები: კევინ ბურკი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველი სასამართლო რეფორმის საკითხებში, ალიასკის შტატის ყოფილი პროკურორი, ილინოისის შტატის ყოფილი ფედერალური პროკურორი, აშშ- იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი სამართლებრივი მრჩეველი ერაყში და ნეპალში; ეკა ფოფხაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, საქართველოს სახალხო დამცველის ყოფილი საპარლამენტო მდივანი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საკითხით დაინტერესებლი პირები.