ვებინარი
08 ნოემბერი,2021სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით 2021 წლის 08 ნოემბერს გაიმართა ვებინარი თემაზე: დამოუკიდებელი ინსპექტორის როლი მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებაში.
ვებინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საკითხით დაინტერესებლი პირები.
სპიკერი - დამოუკიდებელი ინსპექტორი ზურაბ აზნაურაშვილი.