ვებინარი
01 ივლისი,2021მიმდინარე წლის 1 ივლისს გაიმართა მორიგი შეხვედრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ვებინარების ციკლიდან პედაგოგებისთვის - "პროექტებზე დაფუძნებული სწავლება", რომელიც ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით და ექსპერტების მონაწილეობით.
1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს შეხვდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი, ქალბატონი მაია ინასარიძე. ვებინარის მთავარი თემა იყო - ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევების (შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება) განვითარება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე.
ვებინარი ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.