ვებინარი თემაზე: „არასრულწლოვანთა პროცესუალურ-სამართლებრივი უფლებები კერძო სამართლებრივ დავებში“.
06 აპრილი,2021სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით 2021 წლის 06 აპრილს ჩატარდა ვებინარი თემაზე: „არასრულწლოვანთა პროცესუალურ-სამართლებრივი უფლებები კერძო სამართლებრივ დავებში“.
ვებინარს უძღვებოდა სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნუნუ კვანტალიანი. შეხვედრას სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ მოქმედი ადვოკატები და საკითხით დაინტერესებული პირები.