ვებინარი, შეხვედრა მათემატიკის პედაგოგებთან
03 ივლისი,2021მიმდინარე წლის 3 ივლისს გაიმართა მორიგი შეხვედრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ვებინარების ციკლიდან პედაგოგებისთვის - "პროექტებზე დაფუძნებული სწავლება", რომელიც ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით და ექსპერტების მონაწილეობით.
3 ივლისს მათემატიკის პედაგოგებს შეხვდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი, ქალბატონი ეკატერინე კორძაძე. ვებინარის მთავარი თემა იყო - ისტ-ის გამოყენება მათემატიკის პროექტებზე დაფუძნებული სწავლების დროს.
ვებინარი ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.