ვებინარი, შეხვედრა გეოგრაფიის პედაგოგებთან
05 ივლისი,2021მიმდინარე წლის 5 ივლისს გაიმართა მორიგი შეხვედრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ვებინარების ციკლიდან პედაგოგებისთვის - "პროექტებზე დაფუძნებული სწავლება", რომელიც ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით და ექსპერტების მონაწილეობით.
5 ივლისს გეოგრაფიის პედაგოგებს შეხვდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი, ქალბატონი მაია ბლიაძე. ვებინარის მთავარი თემა იყო - პროექტებზე დაფუძნებული სწავლება გეოგრაფიაში.
ვებინარი ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.