ვებინარების ციკლიდან პედაგოგებისთვის - "პროექტებზე დაფუძნებული სწავლება"
02 ივლისი,2021მიმდინარე წლის 2 ივლისს გაიმართა მორიგი შეხვედრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ვებინარების ციკლიდან პედაგოგებისთვის - "პროექტებზე დაფუძნებული სწავლება", რომელიც ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით და ექსპერტების მონაწილეობით.
2 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგებს შეხვდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი, ქალბატონი ირინე ჯორჯაძე. ვებინარის მთავარი თემა იყო - პროექტებით სწავლება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე.
ვებინარი ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.