ვებინარების ციკლი პედაგოგებისთვის
28 ივნისი,2021მიმდინარე წლის 28 ივნისს დაიწყო და 15 ივლისამდე გაგრძელდება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ვებინარების ციკლი პედაგოგებისთვის - "პროექტებზე დაფუძნებული სწავლება", რომელიც ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით და ექსპერტების მონაწილეობით.
აღსანიშნავია, რომ გორის უნივერსიტეტის ორგანიზებით, უკვე მეორე წელია, სასწავლო წლის დასასრულს, პედაგოგებისთვის მზადდება სპეციალური ვებინარების ციკლი პროფესიული განვითრების მიმართულებით. მიმდინარე წელს აღნიშნულ ვებინარზე დარეგისტრირდა 647 პედაგოგი.
28 ივნისს გაიმრთა პირველი ვებინარი მუსიკის მიმართულებით, რომელსაც უძღვებოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსლუტანტი, ქალბატინი რუსუდან თაყაიშვილი.
ვებინარი ინერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.