ვაინახური კულტურის კვირეული

07 ნოემბერი,2017


6 ნოემბერს გორის უნივერსიტეტში ვაინახური კულტურის კვირეული დაიწყო.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობის ფარგლებში ღონისძიებები 6, 8 და 10 ნოემბერს ჩატარდება.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ქართუ-ქისტური მეგობრობისა და ერთიანობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ.
სტუმრებს მიესალმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი შეხვედრების მნიშვენლობას. ქართველი და ქისტი ხალხის მეგობრობის, თანაცხოვრებისა და სიახლოვის საუკუნოვან ტრადიციას.
სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე და ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე.
შეხვედრის სამეცნიერო ნაწილი წარმოდგენილი იყო პანკისის უხუცების საჯარო ლექციით: „ქისტები - წარსული, აწმყო და მომავალი, მათი ადათ-წესები და რელიგიური მრწამსი; ქისტების როლი საერთო კავკასიური კულტურისა და ურთიერთობების განვითარების საქმეში“ (ხასო ხანგოშვილი, ზაურ გუმაშვილი); ასევე ვაინახურ თემაზე შექმნილი წიგნების პრეზენტაციით: „ქისტები“, „აბრაგები“, „საღვთო წიგნები“, „ქისტების ადათ წესები“, „მონადირის მოგონებები“, „მზე დედაა ჩემი“, „ვაინახური საგმირო ეპოსი“, „ვაინახი პერსონაჟები ქართულ მწერლობაში“, „ქართველების ვაინახური საგა“, „ვაინახების ხელოვნება“, „ვაინახური საბავშვო ზღაპრები“ და სხვ.;
სამეცნიერო ნაწილის შემდეგ გაიმართა გორის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითშემოქმედების ფოლკლორული და ქორეოგრაფიული დასის და ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურთან არსებულ ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „პანკისის“ერთობლივი კონცერტი.
შეხვედრის დასასრულს, გორის უნივერსიტეტის რექტორმა და ქალბატონმა ქეთევან ციხელაშვილმა კონცერტის მონაწილეებს გადასცეს სიგელები და საჩუქრები.
ღონისძიებას უძღვებოდნენ გორის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანა იმნაძე და და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარი მრჩეველი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ქალბატონი მექა ხანგოშვილი.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი პროგრამა - პანკისის ხეობასა და პანკისელ ქისტ ქალებზე გადაღებული ვიდეორგოლების პრეზენტაცია, ქისტი პოეტების შემოქმედების გაცნობა, ბავშვთა თეატრის სპექტაკლი, სპორტული ღონისძიებები და სხვა.
მონაწილეობას იღებენ პანკისის ხეობის მკვიდრი პედაგოგები, მოსწავლეები, სპორტსმენები, ფოლკლორული ანსამბლები, უხუცესები და ა.შ.
კვირეულის მიზანია სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, კულტურის თვითმყოფადობის შემადგენელი ელემენტების – ენის, ტრადიციების, შემოქმედების ნიმუშებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება, ქართულ-ვაინახური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება და ამ პროცესებში გორის უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობა

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა