V საერთაშორისო თურქულ–ქართული ურთიერთობების სიმპოზიუმი
11 მაისი,20242024 წლის 9–11 მაისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და პროფესორი ოთარ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, ათათურქის კულტურის, ენის და ისტორიის ინსტიტუტის, თურქეთის საისტორიო საზოგადოებისა და სამეცნიერო საზოგადოების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ V საერთაშორისო თურქულ–ქართული ურთიერთობების სიმპოზიუმზე (დიპლომატია და სამეცნიერო ურთიერთობები).
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებმა გამართეს არაერთი სამუშაო შეხვედრა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თურქეთის უნივერსიტეტების შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.