უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა
17 აპრილი,201917 აპრილს გორის უნივერსიტეტში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მედიას შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე, ბატონი სტეფანო კრეშენცი.