ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
24 ივნისი,2021მიმდინარე წლის 24 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შეთანხმების თანახმად, მხარეები გამოხატავენ სურვილს, გააძლიერონ თანამშრომლობა შიდა ქართლის რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით.
სტუმრებს და შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც ისაუბრა მსგავსი შეხვედრების და აქტივობების მნიშვნელობაზე სტუდენტებისთვის მეტი მოტივაციისა და არაფორმალური განათლების მიღების მიმართულებით.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სტუდენტებს ქვეყნის ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების გზებზე ესაუბრა.