ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
22 ივლისი,2020მიმდინარე წლის 22 ივლისს ხელი მოეწერა „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდის მიერ წამოწყებულ და დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროექტს და გაფორმდდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
ფონდის მიერ ინიცირებული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ პედაგოგებს, პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა.
მემორანდუმის ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების მიმართულების სტუდენტებისთვის მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლების, პედაგოგიური კადრების შესავსებად და საუკეთესო აკადემიური მოსმწრების მქონე აბიტურიენტების მასწავლებლის პროფესიაში შემოსვლის მსურველთა გასაზრდელად პროექტის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდმა ,,გუდავაძე-პატარკაციშვილი“ 10 წარჩინებული სტუდენტისთვის გამოჰყო სტიპენდია. სტიპენდია გადაეცემათ განათლების მიმართულების იმ სტუდენტებს, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიაზე "გუდავაძე-პატარკაციშვილის" ფონდის დირექტორმა, ბატონმა ზურაბ კერვალიშვილმა ისაუბრა დაწესებული სტიპენდიის და განათლების სფეროში ჩადებული ინვესტიის მნიშვნელობის შესახებ. კოლეგებს ასევე მიესალმა და ფონდს მადლობა გადაუხადა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას, განსაკუთრებით შიდა ქართლის რეგიონის სტუდენტების მოტივაციის ამაღლებისთვის.