ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
21 ივლისი,2020მიმდინარე წლის 21 ივლისს გაფორმდდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის.
მემორანდუმის მიზანია, სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრების გზით. ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე ორიენტირებული, თეორიული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება და ერთობლივი პროექტების განხორციელება.