ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
21 დეკემბერი,201920 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის მიზანია თანამშრომლობის ფარგლებში თეორიული და პრაქტიკული კურსის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებსა და თანამშრომლებს შესთავაზოს საჯარო აუდიტის დარგში საგანმანათლებლო შესაძლებლობები მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების, გამოცდილების მიღების და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით.