ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
29 იანვარი,201828 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და სსიპ ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელს აწერენ გორის უნივერსიტეის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და ზუგდიდის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თეონა ხუფენია.
მემორანდუმი ითვალისწინებს რამდენიმე კომპონენტს, ესაა კვლევა, რომლის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება და საგანმანათლებლო საქმიანობა.
მხარეებმა, მემორანდუმის ფარგლებში დასახეს სამომავლო თანამშრომლობის, კონკრეტული გეგმები.