ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
09 თებერვალი,2017მიმდინარე წლის 9 თებერვალს, გორის უნივერსიტეტსა და გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა რობერტ მაღლაკელიძემ მზაობა გამოთქვეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებული პროექტების განხორცილებაზე, რაც მიზნად ისახავს ტურიზმის მდგრადი ინდუსტრიის უზრუნველყოფას, როგორც რეგიონში, ასევე ქვეყნის მასშტაბით.