ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

28 მარტი,2016

24 მარტი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეული იყო გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. თავდაპირველად ოფიციალური ნაწილში ორ უნივერსიტეტს შორის განახლდა და ხელი მოეწერა ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმს, რის შემდეგაც სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გიორგი სოსიაშვილის შემოქმედებით დაინტერესებულ საზოგადოებას სამცხე -ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა მერაბ ბერიძემ წარუდგინა იგი, როგორც მწერალი.
სტუმარს მიესალმნენ განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი გულიკო ბექაური და რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში მაკა კაჭკაჭიშვილი.
ბატონი გიორგის შემოქმედება, კერძოდ მისი პროზაული ნაწარმოებები განიხილეს პროფესორებმა ქეთევან გრძელიშვილმა და ვახტანგ ინაურმა, სტუდენტებმა ხატია ნატრიაშვილმა და მარიამ პეტროსიანმა. ასევე, ბატონი გიორგის შემოქმედებაზე ისაუბრა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ. აღინიშნა, რომ გიორგი სოსიაშვილი ქართულ თანამედროვე მწერლობაში ახალგაზრდა და გამორჩეული ხედვის მწერალია, რომლის შემოქმედებასაც ლაიტმოტივად გასდევს სამშობლოს უსაზღვრო და ტკივილით სავსე სიყვარული: იგი დღემდე ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქართულ-ოსური კონფლიქტის გამყოფ ხაზთან, სოფელ დიცში.
ბოლოს, ბატონმა გიორგიმ მადლობა გადაიხადა მისი შემოქმედების ესოდენ დაინტერესებისათვის, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა