ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში
10 ივნისი,20152015 წლის 9 ივნისს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით გორის რაიონ სოფელ ქორდში ჩატარდა ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.
9 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ I, II და III ხარისხის მედლებით, თასებითა და ფასიანი საჩუქრებით.
ტურნირს ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ბეჟან რომელაშვილი და სპორტის მიმართულებით ილია თოდაძე და გიორგი მძინარიშვილი