ტრენინგი
29 ნოემბერი,201629 ნოემბერს, ქ. გორის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის წევრებთან გაიმართა ტრენინგი თემაზე: არასრულწლოვანთა უფლებები და სკოლის თვითმმართველობა. ტრენინგი ჩაატარა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკის ხელმძღვანელმა ვანო ბალახაშვილმა. ტრენინგი შეეხო ადამიანის უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებს. ასევე განხილულ იქნა საკითხი მოსწავლეთა თვითმმართველობის უფლებებზე. გაიმართა დისკუსია ადამიანის უფლებების მნიშვნელობაზე. ამასთან დაისვა არასრულწლოვანთა ქორწინების შესახებ კითხვა, რასაც მოჰყვა დისკუსია ტრენინგის მონაწილეთა შორის.