ტრენინგი

01 ივლისი,2016

მიმდინარე წლის 19-25 ივნისს ქ. დობრიჩში (ბულგარეთი) ვარნის მენეჯმენტის უნივერსიტეტის ბაზაზე  Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში ადამიანური რესურსების მართვასა და კურიკულუმის ინტერნაციონალიზაციის, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამების (მათ შორის ორმაგი ხარისხით) ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით ჩატარდა ტრენინგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალისათვის, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლები. აღნიშნულ საერთაშორისო ტრენინგში მონაწილეობის მიზნით საქართველოსათვის გამოყოფილი იყო ერთი ადგილი, რომელიც საკონკურსო შერჩევის საფუძველზე მოიპოვა ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორმა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან მიდოდაშვილმა. ტრენინგის შედეგებთან დაკავშირებით ლ. მიდოდაშვილმა განაცხადა, რომ ერთი მხრივ, ტრენინგის განმავლობაში შეძენილი ცოდნა, რომელიც წარმატებული ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებას ეფუძნება, გამოყენებული იქნება ჩვენი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისათვის, ხოლო მეორე მხრივ ტრენინგის პერიოდში სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან მიღწეულ იქნა შეთანხმება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან ორმხრივი პარტნიორული  ურთიერთობების დამყარებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის საერთაშორისო მობილობას და ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას ინტერნაციონალიზაციის კუთხით.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა