ტრენინგი
02 დეკემბერი,20141 დეკემბერს გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გენდერული თანასწორობის აუცილებლობაზე იმსჯელეს. ,,ქართულმა მედია-ჯგუფმა“ ტრენინგი 16 დღიანი კამპანიის პერიოდში მოაწყო. ამ პერიოდში ორგანიზაცია პროექტს სახელწოდებით, ,,გენდერული მგრძნობელობის განვითარება ჯანსაღი აზროვნების დასამკვიდრებლად“ ახორციელებს - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN)-ის მხარდაჭერით..ნაადრევი ქორწინება, მენტალიტეტი და სტერეოტიპები, საზოგადოებრივი აზრის გავლენა-ეს ის საკითხებია რომელთა შესახებაც გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღეს გამართულ ტრენინგზე იმსჯელეს. შეხვედრა ,,ქართული მედია-ჯგუფის“ ორგანიზებით მოეწყო და ექსპერტი გენდერის საკითხებში ვერიკო ბიწაძე უძღვებოდა. სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება ირგვლივ დაფიქსირებულ ფაქტებთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოეთქვათ და საკუთარი შეფასებები გაეკეთებინათ გამომწვევ მიზეზებზე.