ტრენინგი თემაზე: ანტიპლაგიატის პროგრამასთან მუშაობა
12 ივლისი,2019მიმდინარე წლის 12 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, აკადემიური პერსონალის გამოკითხვის შედეგების საფუძველზე დაგეგმილი ტრენინგების ციკლის ფარგლებში, აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ანტიპლაგიატის პროგრამასთან მუშაობა (მენტორები: პროფესორი ლევან მიდოდაშვილი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნინო გორგიშელი). მენტორებმა ისაუბრეს ანტიპლაგიატის პროგრამა ,,ურკუნდის'' (URKUND) მნიშვნელობაზე და მისი გამოყენების სპეციფიკაზე.