ტრენინგი სასწავლო პროცესის მართვის პროგრამაში რეალიზებულ სიახლეზე

28 ივლისი,2023

მიმდინარე წლის 28 ივლისს უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის  Zoom-პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა ტრენინგი, რომელიც ეხებოდა სასწავლო პროცესის მართვის პროგრამაში რეალიზებულ სიახლეს. კერძოდ, სპეციალურად შემუშავებული პროგრამული მოდული შესაძლებლობას აძლევს პროგრამის კომპონენტის განმახორციელებელ პერსონალს, რომ პირადი  ვებ-სივრციდან, ამ კომპონენტზე დარეგისტრირებული სტუდენტებისათვის, ატვირთოს სხვადასხვა სასწავლო რესურსი (ლექციის კონსპექტი, რიდერი, საშინაო დავალება და სხვა).  აღნიშნული სასწავლო რესურსი ხელმისაწვდომი იქნება სტუდენტისათვის თავისი  პირადი ვებ-სივრციდან. ტრენინგს უძღვებოდა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან მიდოდაშვილი. მან იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის მიერ ამ შესაძლებლობის აქტიურად გამოყენება ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის ეფექტიანობის ამაღლებას. 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა