ტრენინგების ციკლი მოსწავლეებისთვის

15 მაისი,2023

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრა სკოლის მოსწავლეებისთვის აგრძელებს ტრენინგების ციკლს ,,ადამიანის კონსტიტუციური უფლებები”.
მიმდინარე წლის 15 მაისს, კარალეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, გაიმართა რიგით მესამე ტრენინგი, თემაზე: "სამართალი და სამართლებრივი სისტემები, კონსტიტუცია".
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელმა, ივანე ბალახაშვილმა, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა და პრაქტიკული სამართლის კლინიკის საქმიანობა.
ტრენინგს უძღვებოდნენ გორის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მეოთხე კურსის სტუდენტები: მარიამ ქანაშვილი, ია სამხარაძე, ჯემალ მაზმიშვილი, გიორგი სადაღაშვილი.
ტრენინგების ციკლი „ადამიანის კონსტიტუციური უფლებები“ მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების შესახებ სკოლის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, მათთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობასა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდას.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა