ტემპუსის პროექტის ტრენინგები
01 ოქტომბერი,20152015 წლის 28-30 სექტემბერს თბილისის დ.ტვილდიანის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგები ტემპუსის პროექტის PACT (Project Actors Capacity Building) გრანტის ნომრით 544047-TEMPUS-1-2013-1-GE TEMPUS JPGR ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორ უნივერსიტეტებში (ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დ.ტვილდიანის სახელობის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი) კვლევითი უნარების გაძლიერებას.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ტრენინგებზე წარმოდგენილი იყო 2 ტრენერით (პროფ.თინათინ მშვიდობაძე და ხათუნა ხარხელი) და 5 მსმენელით ( ანი იმნაძე, ანა დათუაშვილი, ქეთევან შუკაკიძე, ნინო გუდაშვილი, ანა წიკლაური). სამდღიანი ტრენინგების მიზანი იყო პარტნიორ უნივერსიტეტებში ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის კვლევითი საქმიანობის და პროექტის განვითარების უნარების გაღრმავება, რაც შედეგად უნივერსიტეტებში გაზრდის დონორი ორგანიზაციების დაფინანსების მოზიდვას. გორის უნივერსიტეტის სამუშაო ჯგუფმა წარადგინა ორი პროექტი.
ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: http://www.tempuspact.eu/