თემატური ლექცია
06 დეკემბერი,2018გორის უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის I და IV კურსის სუტენტები სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ უფლისციხის არქიტექტორულ მუზეუმ-ნაკრძალში. უნივერსიტეტის მოწვეულმა სპეციალისტმა, თამილა კოშორიძემ ჩაატარა თემატური ლექცია მუზეუმების ტიპებისა და არქიტექტორული მუზეუმის სპეციფიკის შესახებ. დაათვალიერეს საგამოფენო დარბაზი, სადაც ფონდის შემნახველმა ინგა ზაქარიაშვილი სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა მუზეუმ ნაკრძალის დაარსების ისტორიის, აქ წარმოებული არქეოლოგიური გათხრების და ექსპოზიციის დაგეგმვა -მოწყობის ირგვლივ. სტუდენტები ასევე გაეცნენ ფონდში მუშაობის სპეციფიკას,
შემდეგ სტუდენტებმა გადაინაცვლეს უშუალოდ ძეგლზე, სადც თემატური ლექცია ჩაატარა პროფესორმა დავით ჩოჩიშვილმა. სტუდენტები გაეცნენ უფლისციხის მნიშვნელობასა და როლს ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში.