თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დაარსებიდან 5 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება
07 მაისი,2026ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დაარსებიდან 5 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით კი ვატიკანის Propaganda Fide-ს არქივში დაცული ქართულ და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების კვლევით პროექტთან მიმართებით. მან ხაზი გაუსვა მსგავსი თანამშრომლობის მნიშვნელობას ქართული სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, პოპულარიზაციისა და მომავალი თაობებისთვის ხელმისაწვდომობის მიმართულებით. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით გულითადად ვულოცავთ თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს დაარსებიდან 5 წლის იუბილეს. ვუსურვებთ ფონდს მრავალ წარმატებას, უწყვეტ განვითარებასა და იმ მნიშვნელოვანი მისიის ღირსეულ გაგრძელებას, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას ემსახურება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფონდის წვლილი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინიციატივების ხელშეწყობის საქმეში, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ინტელექტუალური და აკადემიური განვითარების პროცესში. დარწმუნებულნი ვართ, რომ ფონდი მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს ახალგაზრდებისა და მეცნიერების მხარდაჭერაზე ორიენტირებულ საქმიანობას.