26 მაისი

26 მაისი,2026

2026 წლის 26 მაისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში.

საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგამოფენო სივრცეში მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგა. სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში. ამასთანავე, სპეციალურ პავილიონში გამოფენილი იყო შიდა ქართლის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციების დროს აღმოჩენილი უნიკალური არტეფაქტები.

უნივერსიტეტმა დამთვალიერებელს კიდევ ერთი საგანმანათლებლო-სამეცნიერო აქტივობა შესთავაზა თემაზე: „ანტიბიოტიკების გავლენა რძის ხარისხსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე“. წარმოდგენილი იყო რძეში ანტიბიოტიკების სწრაფი გამოვლენის მეთოდები და კვლევის შედეგების ვიზუალური პრეზენტაცია. აღნიშნული აქტივობის მიზანი სურსათის უვნებლობისა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაა.

ღონისძიებებს ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილეები – ზვიად გაბისონია და ბაია კვიციანი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

26 მაისი

2026 წლის 26 მაისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში.

26 მაისი, 2026 სრულად ნახვა

ჟან მონეს კათედრა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლიდან ფუნქციონირებს ჟან მონეს კათედრა — „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“, რომელიც აერთიანებს...

25 მაისი, 2026 სრულად ნახვა