სტუმრად იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში
12 მაისი,2017მიმდინარე წლის 9 მაისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია, რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის, უნივერსიტეტის ჟურნალის „ჩვენი უნივერსიტეტი“ რედაქტორის, პროფესორ იოსებ ჭუმბურიძის და სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ბატონ ზურაბ ზურაბაშვილის შემადგენლობით პროფესორ გერშონ ბენ-ორენთან ერთად ეწვია იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტს. იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტი წარმოადგენს ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტს, რომელიც თანამშრომლობს ამერიკის და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან.
ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ ჯეინ ტერნერთან, სადაც განიხილეს ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლის და ორმაგი დიპლომის პროგრამების განხორციელების საკითხები.