სტუმარი ლიტერატურულ კაფეში
16 იანვარი,20232023 წლის 16 იანვარს გიორგი მახარობლიძის სახელობის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფეს სტუმრობდა თანამედროვე ქართველი ავტორი, იუმორისტი და სცენარისტი ბექა ადამაშვილი.
(მოდერატორი: ქეთი ჯოლბორდი)
ბექა ადამაშვილი ცნობილი გახდა პირველივე სატირული რომანით – „ბესტსელერი“ (2014). მისი მეორე რომანია - „ამ რომანში ყველა კვდება“. (2018)
ღონისძიება წარიმართა დისკუსიის ფორმატში, სადაც სტუმარმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს, თუ როგორ იქმნება იუმორი ლიტერატურულ ტექსტებში, რა როლს ასრულებს სიტყვების თამაში და როგორია ლიტერატურის უპირატესობები.
საინტერესო იყო ავტორის შემოქმედებითი პროცესის, საკუთარი ნაწარმოებების ძირითადი კონტექსტების, წერის ენისა და სტილის განხილვა, ამავე დროს, იმ გავლენებზე საუბარი, რასაც მისი რომანების სიუჟეტები აირეკლავენ.
ბექა ადამაშვილმა საკუთარი ნაწარმოებებიდან წაიკითხა ამონარიდები, რამაც განსაკუთებული იუმორით საზოგადოების ინტერესი და დადებითი განწყობა შექმნა.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ქალაქი გორის ლიტერატურით დაინტერესებული საზოგადოება.