„სტუდენტური თეატრი“
02 ივნისი,20152015 წლის 30 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან არსებული „სტუდენტური თეატრი“ მიწვეულ იქნა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ სახელოვნებო კვირეულზე.
„სტუდენტური თეატრი“ ქუთაისელი მაყურებლის წინაშე წარსდგა კ. ბუაჩიძის პიესით „მკაცრი ქალიშვილები“. ჩვენება გაიმართა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი სულხან კუპრაშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრის უფროსი მინდია ბერეკაშვილი და ამავე სამსახურის კოორდინატორი ლევან კვატაშიძე.
ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა. გორის და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაგეგმეს სამომავლო ერთობლივი ღონისძიებები.