სტუდენტური საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია

28 იანვარი,2021

2021 წლის 28 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპათმცოდნეობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პოლონეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია.
ღონისძიება ვირტუალურ სივრცეში, ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით გაიხსნა, სადაც კონფერენციის მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. მან ისაუბრა გორისა და ვარშავის უნივერსიტეტების თანამშრომლობის ისტორიასა და მნიშვნელობაზე, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა გორის უნივერსიტეტში ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრის დაარსების, პოლონური ენის, როგორც მეორეული ევროპული ენის დანერგვის და ორ უნივერსიტეტს შორის არსებულ სხვა აკადემიურ და გაცვლით პროგრამებზე.
კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის დირექტორი, პროფ. იან მალიცკი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ქეთევან ბარბაქაძე, გორის უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფ. ელდარ მამისთვალიშვილი და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთე ვროპისმცოდნეობის ცენტრის კავკასიოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა კომისიის თავმჯდომარე, პროფ. დავით ყოლბაია.
ღონისძიების მონაწილეებს პროფ. დავით ყოლბაიამ წარუდგინა და ისაუბრა ორი დოკუმენტის მნიშვნელობაზე, ესენია: პოლონეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის „დე იურე“ აღიარება,1921 წლის 28 იანვრის დიპლომატიური ნოტა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ევსტახი საპიეჰას ხელმოწერით (ვარშავის ახალი ისტორიის არქივი) და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს წარმომადგენელის გიორგი სიდამონ ერისთავის წერილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე, რომელიც დათარიღებულია 1921 წლის 31 იანვრით (ვარშავის ახალი ისტორიის არქივი).
სტუდენტური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ვარშავის უნივერსიტეტის და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა. კონფერენციის მსვლელობისას გაიმართა 2 სესია, სადაც მონაწილეებმა წარმოადგინეს ნაშრომები, ისტორიის, ფილოლოგიიის და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. კონფერენციის სექციებს თავმჯდომარეობდნენ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მიხეილ ბახტაძე და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორები: ოთარ ჯანელიძე და იოსებ ალიმბარაშვილი.
კონფერენციის დასკვნით ნაწილში ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის კავკასიის ბიუროს წარმომადგენელმა, ქალბატონმა დარია შლეზინგერმა ისაუბრა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერთათვის პოლონეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული სტიპენდიების შესახებ.
ღონისძიების დასასრულს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ე ვროპისმცოდნეობის ცენტრის კავკასიოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა. დავით ყოლბაიამ გამოთქვეს სურვილი, რომ აღნიშნულ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას ყოველწლიური სახე მიეცეს.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოიცემა სამეცნიერო შრომების კრებულის სახით, რომელიც გორის უნივერსიტეტის გამომცემლობაში დაიბეჭდება.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა