სტუდენტური იდეების კლუბის პრეზენტაცია
03 მაისი,20183 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური იდეების კლუბის პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, ბატონი იოსებ ალიმბარაშვილი, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები.
სტუდენტური იდეების კლუბის მიზანია ახალგაზრდებისთვის ბიზნესის საფუძვლების შესწავლა, საჭირო უნარების და ლიდერული თვისებების გამომუშავება, ასევე ცოდნის ამაღლება, რაც მათ დაეხმარებათ სხვადასხვა ტიპის დაფინანსების მოპოვებაში და სამუშაოს მოძიებაში.
სტუდენტური იდეების კლუბის პრეზენტაციას განახორციელა ბატონი თამაზ მაყაშვილმა, ხოლო უნივერსიტეტის სტუდენტმა, გიორგი მღებრიშვილმა ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე ბიზნესის განხორციელების თვალზასზრისით.
სტუდენტური იდეების კლუბის ეგიდით დაგეგმილია მრავალი ლექცია და სამუშაო შეხვედრა. სტუდენტური იდეების კილუბით დაინტერესებულ სტუდენტებს ვთხოვთ, რეგისტრაცია გაიარონ ამ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScptYDGTs_00A9p5nO_R-T-lmUa6jBTFY7-zetxn1MT2BeHYg/viewform?usp=sf_link