სტუდენტური ფესტივალი 2026
01 მაისი,2026მიმდინარე წლის პირველ მაისს ქალაქ რუსთავში საზეიმოდ გაიხსნა „სტუდენტური ფესტივალი 2026“, რომელმაც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები ერთ სივრცეში გააერთიანა. ფესტივალის მიზანია შექმნას ახალგაზრდებისთვის პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების პიროვნულ განვითარებას, თანამშრომლობის გაძლიერებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გუნდური მუშაობის წახალისებასა და მოხალისეობრივი ინიციატივების განხორციელებას.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფესტივალში აქტიურად და მრავალმხრივად ჩაერთო, მონაწილეობა მიიღო როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ სახეობებში. უნივერსიტეტის სტუდენტებმა ღირსეულად იასპარეზეს ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა რაგბი, მკლავჭიდი, ასევე ინტელექტუალურ თამაშებში ჭადრაკი, შაში და ნარდი. თითოეულ მიმართულებაში მათ გამოავლინეს მაღალი პროფესიონალიზმი, ბრძოლისუნარიანობა და გუნდური სულისკვეთება.
“სტუდფესტი 2026” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსებით ტარდება. ორგანიზატორები არიან: თბილისის მერია, რუსთავის მერია და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია.